დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

ახალი ხარ იოგაში? 5 რჩევა იოგას დასაწყებად

ახალი ხარ იოგაში? 5 რჩევა იოგას დასაწყებად

ახალი ხარ იოგაში? 5 რჩევა იოგას დასაწყებად 🧘

შეიძლება გაშინებდეს, იმის ცოდნა, რომ არაფერი იცი იოგას შესახებ და არ იცი, თუ საიდან დაიწყო? ნებისმიერი ახლი რაიმეს დაწყების წინ, შფოთვა ჩვეულებრივი შეგრძნებაა.

რჩევა 1: გახსოვდეს, რატომ იწყებ იოგას 🤔

კარგი იქნება იმის გახსენება, თუ რატომ გადაწყვიტე იოგას ვარჯიშის დაწყება. არის თუ არა ეს შენს ცხოვრებაში ფიზიკური ვარჯიში?

სხეულის მოქნილობის გაზრდა? ან ჯანმრთელობის მგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაძლოა, შენ ეძებ ინსტრუმენტებს სტრესისა და ზედმეტად დატვირთული გონების დასამშვიდებლად.

რჩევა 2: იპოვე კლასი და მასწავლებელი, რომელიც მოგწონს 🧑‍🦱 🙋 🧝🤸

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაც დაგეხმარება იყო მოტივირებული იოგას პრაქტიკაში. ასევე ძალიან დაგეხმარება გაიცნო მასწავლებელი და მისი სწავლების მეთოდი, თუ რომელ იოგას სტილს ასწევლის ის.

რჩევა 3: იცოდე რა უნდა მოამზადო გაკვეთილის დაწყებამდე 🤳🥗

ეცადე, გაკვეთილამდე 1-2 საათით ადრე მოერიდო მსუყე კვებას. ეს საშუალებას მოგცემს თავისუფლად ივარჯიშო იოგას ხალიჩაზე. იოგას ოთახში დაგხვდება ყველანაირი სავარჯიშო აღჭურვილობა (იოგას ხალიჩა, ბლოკი, ქამარი, ბალიშები და პლედი), ასევე ჩაი და წყალი.

ჩაიცვი კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას მოგცემს. გთხოვთ, ფეხსაცმელი კარებთან დატოვო და სტუდიაში წინდებით შემოხვიდე. გირჩევ შიშველი ფეხით ვარჯიშს, მაგრამ შეგიძლია წინდებიც გამოიყენო.

რჩევა 4: პრაქტიკა ქმნის სრულყოფილებას🧘🙏

სცადე იოგას მინიმუმ 5 გაკვეთილი, სანამ გადაწყვეტ გსურს თუ არა იოგას რეგულარული ვარჯიში. ყოველ ჯერზე დაიწყებ უფრო მეტის შესწავლას, იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოძრაობდეს შენი სხეული იოგას პოზებში. როგორ ისუნთქო და მოდუნდე, დაისვენო.

რჩევა 5: მიიღე ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი 📝

რადგან შენი სხეული უნიკალურია და შენი რიტმი გაქვს, ძალიან დაგეხმარება შენი საჭიროების გათვალისწინებით ინდივიდუალური ვარჯიშის პროგრამის შედგენა.

უფრო დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრე ჩემს ვებ-გვერდს www.sofyoga.ge