მე დიდი ხანია ვარჯიშობ იოგას და ეხლა ძალიან მადლობელი ვარ, რომ იოგას მაშინ გავეცანი იმ საოცარი სარგებლობის გამო, რაც მან მომცა. ეს ბენეფიტები ყველასთვის ხელმისაწვდომია
- დიახ, ყველასთვის!
ყველანაირი ასაკი, სხეულის ზომა, ძლიერი თუ სუსტი, მოქნილი თუ მოუქნელი... იოგა გაგრძნობინებს თავს უკეთესად, გამონაკლისის გარეშე.
შეიძლება დაგჭირდეს ისეთი სტილის ან მასწავლებლის პოვნა, რომელიც შეგეფერება შენ ან შენს მდგომარეობას, მაგრამ როგორც კი ამას გააკეთებ, იოგას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს შენი ცხოვრება უკეთესობისაკენ.
გპირდები!
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც გირჩევ დაიწყო იოგა:
იოგა გაგრძნობინებს თავს უკეთესად
ეს ასე მარტივია და ამიტომაა, რომ ამდენი ადამიანი ვარჯიშობს იოგას. იოგას გაკვეთილის შემდეგ თავს ყოველთვის უკეთესად იგრძნობ. რა თქმა უნდა, თუ შენ ჯერ კიდევ დამწყები ხარ, შესაძლოა იმედგაცრუებულად იგრძნოთ თავი, თუ ვერ შეძლებ ბალანსის დაჭერას ერთ ფეხზე ან სხეულის სრულად მოდუნებას, მაგრამ შეარჩიე შენი დონის შესაფერისი კლასი და იგრძნობ თავს განსხვავებულად, უკეთესად, მშვიდად, ბედნიერად. თუ ჩემი არ გჯერა, სცადე...
იოგა შენს სხეულს გააძლიერებს, გახდის ელასტიურს და ჯანსაღს
შენს თავს უნდა მისცე შანსი, ადამიანების უმეტესობა იოგას ფიზიკური სარგებლის შეგრძნებას იწყებს პირველივე ვარჯიშის დროს. დროთა განმავლობაში ( იმაზე მოკლე დროში, ვიდრე ფიქრობთ!) შენი მოქნილობა გაიზრდება, შენი ძალის დონე გაუმჯობესდება, შენი კუნთები გაძლიერდება და გახდებით უფრო ელასტიური. მე გირჩევ დაიწყო ჰათჰა იოგით, რადგან ეს არის იოგას უმეტესი სტილის საფუძველი. როგორც შენი სხეული გაძლიერდება, ისე გაძლიერდება შენი გონებაც. თავს იგრძნობ უფრო თავდაჯერებულად.
იოგა გეხმარება გონების დამშვიდებაში, თავს იგრძნობ მშვიდად
იოგას გაკვეთილის შემდეგ ყოველთვის ვხვდები, რომ ჩემი გონების მდგომარეობა შეიცვალა. თითქოს ფიქრები დალაგდა თავში. ზოგი რამ თავის ადგილზე დადგა, ზოგი უბრალოდ აღარ არის, ან მე სრულიად განსხვავებული პერსპექტივა მაქვს სხვადასხვა საკითხზე. ზოგადად მე იოგას ვარჯიშობ მშიდ ადგილას და ეს მეხმარება უფრო დამშვიდებაში.
იოგა გეხმარება იყო კონცენტრირებული
იმის გამო, რომ შენი გონება უფრო მშვიდი და მოუწესრიგებელი იქნება, უფრო ადვილია ენერგიის მიმართვა იქ, სადაც გსურს, რომ წავიდეს. იოგა ძირითადად მიბიძგებს ყველგან ყოფნიდან, რომ შევძლო ისევ ერთ რამეზე ფოკუსირება. იოგაში ამბობენ, რომ პრაქტიკით ავითარებ ცალმხრივ კონცენტრაციას. ეს ნამდვილად ხდება. შენ ავარჯიშებ გონებას, რომ გახდეს ცნობიერი და იყო აწმყოში. კვლევამ აჩვენა კიდეც, რომ იოგას გაკვეთილის შემდეგ ადამიანი უკეთესად ახერხებს გონებრივი რესურსების ფოკუსირებას, ინფორმაციის უფრო ზუსტად დამუშავებას და ასევე უფრო ეფექტურად სწავლას, ინახავს და ანახლებს ინფორმაციას. აბა ამაზე რას იტყვი?!
იოგა გეხმარება მიიღო ის, რაც ცხოვრებას მოაქვს შენს სუფრაზე
ცხოვრებისეული გამოცდილება ყოველთვის არ არის დადებითი. ყველას გვემართება რთული რაღაცეები და ხანდახან ტკივილსაც ვგრძნობთ. იოგამ მასწავლა, რომ ყველაფერი იცვლება. როგორც დადებითი, ასევე მტკივნეული რამ ცხოვრებაში მოდის და მიდის. ამის ცოდნა და ამის უფრო ღრმა დონეზე გაგება, აადვილებს მიღებას, ყოფნას და პოზიტიურობას რთულ დროს.
იოგა გეხმარება უკეთესი არჩევანის გაკეთებაში
გახდე უფრო ჯანმრთელი! იოგას ყველა სარგებლის გამოცდილება, დაგეხმარება აირჩიო ისეთი რამ, რაც ხელს შეუწყობს ამ პოზიტიურ მოგზაურობას. შენ ნელ-ნელა უფრო აცნობიერებ, თუ რა გავლენას ახდენს შენზე. შენ აღმოაჩენ, რომ ბუნებრივია გსურს შეიტანო ცვლილებები შენს დიეტაში, აირჩიო საკვები, რომელიც მხარს უჭერს შენს ჯანმრთელობას და იოგას პრაქტიკას. შენ შეიძლება ნახო ეს შენს სამეგობროში, მეტი დრო გაატარო მეგობრებთან, რომლებსაც აქვთ დადებითი გავლენა, მეტი ძალა აქვთ უარყოფითი სიტუაციებისგან თავის დაღწევისთვის.
იოგა უფრო ცნობიერს გხდით
ასე რომ კი! ეს არის ამის არსი. შენ უფრო გაცნობიერებული გახდები ყველაფრის შესახებ, ვინ ხარ სინამდვილეში, შენი მიდრეკილებები, ცხოვრება, რა არის შენთვის კარგი და არც ისე კარგი, რა გინდა სინამდვილეში და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. როგორც შენ განვითარდები თვითშეგნება, შენ შეძლებ შეცვალო აზრები და ინტერპრეტაციები, რომლებსაც აკეთებ შეს გონებაში. გონებაში ინტერპრეტაციების შეცვლა საშუალებას გაძლევ შეცვალო შეი ემოციები. თვითშემეცნება არის ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ატრიბუტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი შენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად.
ასე რომ, თუ ჯერ არ დაგიწყია იოგა, დაგეხმარები.
შემომიერთდი ჩემს კურსში იოგა დამწყებთათვის. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია ყველასთვის. გადადი ბმულზე და დაიწყე ვარჯიში დღესვე